Categories
Windows

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის უპირატესობები

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა თანამედროვე ინტერიერისა და ექსტერიერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. მისი ძირითადი უპირატესობები მოიცავს:

  • თბოიზოლაცია – ოთახი ინარჩუნებს სითბოსა და სიგრილეს, რაც სახლის ენერგოეფექტურობას ზრდის.
  • ხმის იზოლაცია – რადგან გარედან ხმა ვერ აღწევს, იდეალური არჩევანია ქალაქის ხმაურისგან თავის დასაცავად.
  • გამძლეობა – მეტალოპლასტმასის კარი და ფანჯარა წლების განმავლობაში არ ზიანდება, ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და ფუნქციურობას.
  • ესთეტიკური მრავალფეროვნება – სხვადასხვა ფერისა და დიზაინის შესაძლებლობები, მათ შორის ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარი, ან/და შავი ფანჯრები ინტერიერსა და ექსტერიერს გამორჩეულ ხასიათს სძენს.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფასი

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ფასი, განისაზღვრება შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

  • მასალის ხარისხი – მაღალი ხარისხის მასალა უფრო გამძლეა და რა თქმა უნდა შედარებით მაღალი ფასიც აქვს.
  • ზომები – რაც უფრო დიდი ზომისაა კარ-ფანჯარა, მით მეტი მასალაა საჭირო მის დასამზადებლად, აქედან გამომდინარე, ზომასთან ერთად ფასიც იზრდება.
  • ფერი – ყავისფერი ან/და შავი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა  უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე სტანდარტული თეთრი მოდელები.
  • დანამატები – თუ გსურთ ფანჯრებისთვის დამატებითი ფუქნციები, როგორიცაა ავტომატური დახურვა ან გადმოკიდება, ფასიც შესაბამისია.

ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელი გვთავაზობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფართო არჩევანს. თუმცა, ხშირად ისმის კითხვა – რა ღირს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა? ფასები, როგორც წესი, გრძივ-მეტრობით ითვლება, გრძივი მეტრის ფასი  18 ლარიდან იწყება, ის დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და ფერზე. 

მეტალო პლასტმასი ფასები – როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი?

მეტალო პლასმასი – ფასები: საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ:

  1. შეადარეთ ფასები სხვადასხვა კომპანიაში.
  2. გაითვალისწინეთ დამატებითი მომსახურებები, როგორიცაა მონტაჟი და გარანტია.
  3. ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის რეპუტაციას და მომხმარებლის რეკომენდაციებს.

ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარის უპირატესობები

ყავისფერი მეტალოპლასტმასის კარი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით თანამედროვე და მყუდრო ინტერიერებში. მისი ძირითადი უპირატესობები მოიცავს:

  • უნიკალურ დიზაინს – ყავისფერი ტონი ინტერიერს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს, ის გადაწყვეტილია, კაკლის ან წაბლის ფერებში.
  • გამძლეობას მზის ზემოქმედების მიმართ – ფერი სტაბილურად ნარჩუნდება წლების განმავლობაში, კარი არ ხუნდება და არ განიცდის დეფორმაციას
  • უნივერსალურობას – ყავისფერი კარი თავსებადია სხვადასხვა სტილის ავეჯსა და იატაკის საფართან, როგორც მუქი ფერების ასევე ღია ფერის ინტერიერის შემთხვევაში.

ყავისფერი მეტალოს ფასი

ყავისფერი მეტალოს ფასი შედარებით მაღალია, ვიდრე სტანდარტული ფერის კარ-ფანჯრის. მისი ფასი იწყება დაახლოებით 25 ლარიდან გრძივ-მეტრზე, დამოკიდებულია, მასალის ხარისხზე დიზაინსა და დამატებით მახასიათებლებზე.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა?

სწორი არჩევანის გასაკეთებლად, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  1. მასალის ხარისხი – აუცილებლად შეამოწმეთ, რომ პროდუქტი დამზადებულია სერტიფიცირებული და გამძლე მასალისგან, მასალაში ცარცის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე მის გასამაგრებლად უნდა იყოს გამოყენებული რკინის ჩხირები მინიმუმ 0.6 მილიმეტრიანი სისქის.
  1. გარანტია და მომსახურება – გაიგეთ, რა ტიპის გარანტიას მოიცავს პროდუქტი და რამდენად პროფესიონალურად უდგებიან საქმეს მემონტაჟეთა გუნდი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მონტაჟი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს კარ-ფანჯრის ფუნქციურობაზე. პროფესიონალური მონტაჟი უზრუნველყოფს: თბოიზოლაციას – მინიმალური ენერგიის დანაკარგით, ხანგრძლივობას – გარდა იმისა რომ ცუდად დამონტაჟებული კარ-ფანჯარა მოსახმარად რთულია, ასევე შესაძლოა  პროდუქტის ნაადრევი დაზიანება გამოიწვიოს.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა არის კომფორტული, ენერგოეფექტური და ესთეტიკური გადაწყვეტა თქვენი სახლისთვის. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარის ფასი დამოკიდებულია დიზაინზე, მასალაზე, ზომასა და დამატებით მახასიათებლებზე, მაგრამ სწორი არჩევანის შემთხვევაში, ეს ინვესტიცია წლების განმავლობაში მოგემსახურებათ.
თუ გსურთ გაალამაზოთ თქვენი სახლი და გააუმჯობესოთ მისი მახასიათებლები, მეტალო პლასმასი და მისი შესაძლებლობები საუკეთესო არჩევანია.