Categories
Uncategorized

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება – პროგრესი შეუქცევადია. ასე მაგალითად, ოდესღაც გათბობის რადიატორები მხოლოდ ფუნქციურ ელემენტებად მიიჩნეოდა, დღეს კი თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. 

დახვეწილი დიზაინისა და გამორჩეული ხარისხის სექციური რადიატორი სახლს სითბოთი ავსებს. მათი საშუალებით მხოლოდ სასურველი ტემპერატურული რეჟიმი კი არ ნარჩუნდება, საცხოვრებელი სივრცე განსაკუთრებულ ხასიათსაც იძენს. 

ალბათ არც არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როდესაც საკუთარი სახლი მოგწონს და თითოეული ოთახი სიმშვიდეს გგვრის. 

დიდი ხანია რადიატორი ის დეტალი არაა, რომელიც თვალში უხერხულად გვხვდებოდა ხოლმე.  დღეს ბაზარზე მრავალფეროვანი კოლექციებია წარმოდგენილი, რაც ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, არჩევანი თითქოს რთულდება. რემონტისას დაშვებულ შეცდომებთან ერთად ცხოვრება კი ხშირად წლების განმავლობაში გვიწევს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს სექციური რადიატორი

თანამედროვე სახლებში თითოეულ დეტალს თავისი დანიშნულება აქვს. რადიატორის არჩევისას ყურადღება მხოლოდ სიმძლავრესა და ეფექტურობას არ უნდა მიაქციოთ. მათთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია ფორმა, მასალა, დამზადების ტექნოლოგია, ეკოლოგიურობა, წარმოების ქვეყანა და დიზაინი. 

სწორად შერჩეული გათბობის რადიატორი სივრცის ბუნებრივ ნაწილად იქცევა და თავმოწმონების საშუალებასაც მოგცემთ. 

რა არის სექციური რადიატორი და როგორ მუშაობს?

სექციური რადიატორი ერთმანეთთან დაკავშირებული ცალკეული სექციებისგან შედგება. მისი მთავარი უპირატესობა მოქნილობაა. მნიშვნელოვანია, რომ სასურველი სიმძლავრის მიღება სექციების რაოდენობის გაზრდით ან შემცირებითაა შესაძლებელი. ამ ტიპის რადიატორები როგორც ბინებში, ისე კერძო სახლებსა და კომერციულ ობიექტებშიც აქტიურად გამოიყენება. 

მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. გათბობის სისტემიდან გაცხელებული წყალი რადიატორში ხვდება და სექციების შიდა არხებში ცირკულირებს. შემდეგ სითბო ლითონის ზედაპირს გადაეცემა, საიდანაც ოთახში ვრცელდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სექციური კონსტრუქციის მთავარი უპირატესობა მისი ადაპტირებადობაა. 

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე სხვადასხვა ხარისხის რადიატორია წარმოდგენილი. სითბოს თანაბრად მხოლოდ პრემიუმ ბრენდების რადიატორები ანაწილებენ. მათი ზედაპირი ერთგვაროვნად თბება, რის შედეგადაც ოთახში სასიამოვნო და სტაბილური ტემპერატურა ნარჩუნდება. სითბო სივრცეში თანდათან და თანაბრად ვრცელდება, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ. გარდა ამისა, არსებობს რადიატორები, რომლებიც ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიით მზადდება, რომ ჰაერს არ აშრობს და სახლში ჯანსაღ კლიმატს ქმნის.  

სწორედ ამის გამო, უმჯობესია, რომ არჩევანი ყოველთვის მაღალი ხარისხის რადიატორზე შეაჩეროთ. ასეთი პრემიუმ ბრენდების პროდუქცია ყველგან ხელმისაწვდომი არა არის. თუმცა საქართველოში არსებობს შოურუმი, სადაც მათი შეძენა შესაძლებელია. 

ფოლადი, ალუმინი, ბიმეტალი – უპირატესობები და მასალებს შორის არსებული განსხვავება

გათბობის ელემენტები სხვადასხვა ლითონისგან მზადდება. აღსანიშნავია, რომ სექციური რადიატორის არჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ მასალაა. მასზეა დამოკიდებული თბოგადაცემა, გამძლეობა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა. 

ფოლადის სექციური რადიატორები

პრემიუმ ბრენდების ფოლადის სექციური რადიატორები მაღალი ხარისხის დაბალნახშირბადიანი ფოლადისგან მზადდება. მათი გამძლეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წარმოების ტექნოლოგიაზე.

ხარისხიანი რადიატორი დამუშავებულია ანტიკოროზიული ტექნოლოგიით და დაფარულია ღუმელში გამომწვარი პოლიმერული საფარით. 

ფოლადის სექციური რადიატორები მათთვისაა, ვინც გათბობის სისტემის საიმედოობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. რადიატორის კონსტრუქცია სითბოს სტაბილურ განაწილებას უზრუნველყოფს და სახლს უფრო ეფექტურად ათბობს. 

ალუმინის სექციური რადიატორები

ალუმინი მაღალი თბოგამტარობით გამოირჩევა, რის გამოც რადიატორები სწრაფად თბება და გარემოს სითბოს მარტივად გადასცემს.

ხარისხიანი კოლექციები მთლიანად გადამუშავებადი ალუმინისგან მზადდება. მათში ენერგოეფექტურობა, სიმსუბუქე და გამძლეობა ერთიანდება. გარდა ამისა, პრემიუმ ბრენდების პროდუქცია დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა. ისინი სივრცის ხასიათს ქმნიან და ხშირად ინტერიერის ერთ-ერთ უმთავრეს დეტალად გვევლინებიან. 

ბიმეტალის სექციური რადიატორები

ბიმეტალის კოლექციები ორი მასალის კომბინაციითაა შექმნილი. შიდა ნაწილი ფოლადისგან არის დამზადებული, ხოლო გარე ზედაპირი – ალუმინისგან.

ამ ტიპის რადიატორებში ფოლადი სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ხოლო ალუმინი – ეფექტურ თბოგადაცემას. 

როგორ უნდა გამოთვალოთ სექციების საჭირო რაოდენობა ოთახისთვის?

სექციური რადიატორის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ სიმძლავრის რეგულირების მოქნილი სისტემაა. ამგვარად, რაც მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უფრო მაღალია მისი თბოგამოცემა.

სექციების რაოდენობის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:

  • ოთახის ფართობი;
  • ჭერის სიმაღლე;
  • ფანჯრების რაოდენობა;
  • შენობის თბოიზოლაცია;
  • გარე კედლების რაოდენობა.

როგორც წესი, გათბობის პროექტირებისას სპეციალისტები ოთახის სითბურ დანაკარგს ითვლიან და საჭირო სიმძლავრეს ამის მიხედვით არჩევენ.

სწორად შერჩეული სისტემა ენერგიის უფრო რაციონალურ მოხმარებასაც უზრუნველყოფს. ამიტომაც, ხარისხიანი მასალის არჩევა ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე მათი იაფფასიანი ალტერნატივის შეძენა. 

განთავსებისა და მოვლის წესები

რადიატორის ეფექტურობა მხოლოდ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ არის დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ განთავსებასაც.

ტრადიციულად, გათბობის ელემენტი ფანჯრის ქვეშ მონტაჟდება. ეს ხელს უწყობს ცივი ჰაერის ნაკადის დაბალანსებას და ოთახში ტემპერატურის თანაბარ განაწილებას. თუმცა, თანამედროვე რადიატორები შესაძლებელია სხვადასხვა წერტილში განთავსდეს. ხშირად, ისინი ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. ამიტომაც, თამამად გამოიყენება როგორც მისაღები ოთახის ცენტრალურ კედელზე, ისე სხვა აქცენტურ ზონებში. 

ასევე მნიშვნელოვანია:

  • არ დაფაროთ რადიატორი მძიმე ფარდებით ან ავეჯით;
  • ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია უზრუნველყოთ;
  • ზედაპირი მტვრისგან პერიოდულად გაწმინდოთ;
  • შეერთების წერტილები და მარეგულირებელი ელემენტები სეზონურად შეამოწმოთ.

ხარისხიან სექციურ რადიატორებში ფუნქციურობა და პრაქტიკულობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. მათი მოვლა მარტივია. დამუშავების თანამედროვე მეთოდების წყალობით, გათბობის ელემენტი ვიზუალურ და ტექნიკურ მახასიათებლებს წლების განმავლობაში ინარჩუნებს. 

შერჩევისას ისეთ კრიტერიუმებს მიაქციეთ ყურადღება, როგორიცაა სამუშაო წნევა (bar), საცდელი წნევა (test pressure), ერთი სექციის თბოგამოცემა, ფოლადის სისქე, გარანტიის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, შედუღების ტექნოლოგია და ანტიკოროზიული დამუშავება.

სითბო, რომელიც არ დაგტოვებთ

პრემიუმ ბრენდების რადიატორებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ერთიანდება. ესენია ენერგოეფექტურობა, გამძლეობა, ეკომეგობრულობა, თანამედროვე დიზაინი და პრაქტიკულობა. 

ხარისხიანი სექციური რადიატორი ოთახებს საიმედოდ ათბობს. მათი არჩევისას არ შეგეშინდებათ, რომ მოულოდნელად რაიმე მწყობრიდან გამოვა ან გათბობის სისტემა გაითიშება. 

ამიტომაც, აირჩიეთ სითბოს წყარო, რომელიც არასოდეს გიღალატებთ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *