მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა

სითბო + ეკონომია = სითბონომია. 

როგორც ცნობილია, სახლში სითბოს ძირითადი ნაწილი ფანჯრებიდან იკარგება. სამმაგი, ენერგოეფექტური მინაპაკეტები და დაბალი თბოგამტარობის პლასტმასის პროფილები, ჰერმეტიული საკეტი სისტემით, უზრუნველყოფს თქვენს სახლში სითბოს შენარჩუნებას და ამასთან ზოგავს თქვენი გათბობის ხარჯებს. ჰერმეტიულობა და იზოლაცია. ორკამერიანი (სამმაგი) მინაპაკეტების გამოყენებით შესაძლებელი ხდება ქალაქის მონოტონური ხმაურის იზოლაცია და სახლში სიწყნარის და სიმშვიდის შენარჩუნება. ჰერმეტიულობა ასევე გამორიცხავს დაკეტილ ფანჯარაში ქუჩიდან ქარის და შესაბამისად მტვრის შემოსვლას. ექსპლოატაციის ხანგრძლივობა. მეტალოპლასტმასის პროფილები ინარჩუნებენ თავის თვისებებს (ფერს, ფორმას, მდგრადობას) სიცივის, სიცხის, წვიმის თუ ქარის პირობებში. მათი ექსპლუატაციის დრო რამოდენიმე ათეული წლით განისაზღვრება. მოვლის სიმარტივე. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები არ საჭიროებენ დამატებითი მოვლის საშუალებებს (როგორიცაა დამუშავება, შეღებვა, დერმოციისგან დაცვა) და დიდხანს ინარჩუნებენ პირვანდელ სახეს. სახლის პირობებში საკმარისია წელიწადში ორჯერ მექნიზმების შეზეთვა. 1. დიზაინი და ფერი. დღეისათვის შესაძლებელია სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება. ასევე ფართოა პროფილების ფერის არჩევანიც.